მთავარიევროპაშოტლანდიაშოტლანდიელი პოლიტიკოსი ნიკოლა სტურჯეონი პოლიციამ გაათავისუფლა

შოტლანდიელი პოლიტიკოსი ნიკოლა სტურჯეონი პოლიციამ გაათავისუფლა

შოტლანდიელი პოლიტიკოსი ნიკოლა სტურჯეონი, რომელიც პოლიციამ კვირას დააკავა, ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს.

ყოფილი პირველი მინისტრი შოტლანდიის ეროვნული პარტიის მიერ ფინანსურ გადაცდომასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ სტურჯეონი გაათავისუფლეს. იგი ყველა ბრალდებას უარყოფს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ედინბურგში ნიკოლა სტარჯენის სახლი და მისი პარტიის SNP-ის შტაბ-ბინა გამომძიებლების ყურადღების ცენტრში მოექცა. პოლიციაში მრავალი საჩივრის შესვლის შემდეგ სამართალდამცველები იძიებენ, სად გაიხარჯა 700 000-ამდე ფუნტი სტერლინგი, რომელიც შოტლანდიელმა მოსახლეობამ SNP-ს შეწირა მომავალი რეფერენდუმის კამპანიას.

სტარჯენის მეუღლე და SNP-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი პიტერ მურელი თვის დასაწყისში დააკავეს, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს. დააპატიმრეს ასევე პარტიის ფინანსისტი კოლინ ბიტი.

თებერვალში სტარჯენი პირველი მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, რაც ბევრისთვის მოულოდნელი იყო. იგი ცხრა წლის განმავლობაში იკავებდა თანამდებობას. ამ დროს სტარჯენი ხელმძღვანელობდა მოძრაობას, რომელიც გაერთიანებული სამეფოსგან შოტლანდიის დამოუკიდებლობას მოითხოვდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend