ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ახალი გამოცემის წარდგენა გაიმართება. „ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“- ასე ჰქვია წიგნს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ გამოსცა. პირადი მიმოწერის კრებულში შესულია ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის წერილები, რომლებიც საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.
„ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში წიგნის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა ისაუბრა.