მთავარისაქართველოპრესის ევროპული ჯილდო

პრესის ევროპული ჯილდო

პრესის ევროპული ჯილდოს თბილისის ამბის თხრობის ფესტივალმა ,,ზეგმა” უმასპინძლა

9 ივნისს თბილისის ამბის თხრობის ფესტივალმა სახელწოდებით ,,ზეგ” ევროპული მედიაინდუსტრიის, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლა. პრესის ევროპული ჯილდოს გამარჯვებულთა სია ცნობილია:

ნომინაციაში გამორჩეული რეპორტაჟი – გაიმარჯვა იოჰანეს ბიომის ნამუშევარმა ,,მოძრავი ტრიბუნალი”.

წლის ინოვაცია გახდა ნამუშევარი სახელწოდებით:  ,,რუსული ქონების კვალდაკვალ”.

საგამოძიებო რეპორტაჟის კატეგორიაში საუკეთესოდ დასახელდა ,,სიკვდილის იარაღები – თინეიჯერთა ტერორისტული ქსელის შუაგულში“

მიგრაციის ჟურნალისტიკის პრიზი მოიგო ნამუშავერმა – ,,გრძელი გზა ევროპული სახლისკენ“

საუკეთესო საჯარო დისკურსის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა ნამუშევარი სახელწოდებით – „მან გონება დაკარგა როცა აუპატიურებდნენ და ფირობს, კარგია რომ ასე მოხდა“ – რა ვიცით რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე უკრაინაში

ხოლო სპეციალური პრიზი გადაეცა სტატიას –  ,,მისია: სუციდი, ძალადობა, ფიზიკური საფრთხე – საერთაშორისო ლეგინიოს მებრძოლები ხელმძღვანელობის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობენ“

კონკურსში მონაწილეობა ევროპის საბჭოს წევრი ნებისმიერი 46 ქვეყნის წარმომადგენელ ჟურნალისტს ან ჟურნალისტთა გუნდს შეეძლო. ასევე, ბელარუსელ და რუს ჟურნალისტებსაც.

პრესის ევროპული ჯილდოს გამარჯვებულთა დაჯილდოვება ყოველ წელს ხდება – მისი მთავარი მიზანი ევროპელი ჟურნალისტიკის საუკეთესო ნამუშავრების გამოვლენა და წახალისებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend