მთავარიმსოფლიოლონდონმა და ვაშინგტონმა ეკონომიკური პარტნიორობის ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

ლონდონმა და ვაშინგტონმა ეკონომიკური პარტნიორობის ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

ოფიციალური ლონდონმა და ვაშინგტონმა ეკონომიკური პარტნიორობის ახალი ხელშეკრულება „ატლანტიკური დეკლარაცია“ დადეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას ქვეყნის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ახალ მჭიდრო პარტნიორობაზე, რომელიც თავდაცვის, სამოქალაქო ბირთვული ენერგიისა და ენერგორესურების საკითხებს მოიცავს. ახალი შეთანხმება ჩინეთისა და რუსეთის გაძლიერებული ურთიერთობის საპასუხოდ ფორმდება.

„ჩინეთი და რუსეთი მზად არიან მანიპულაციისთვის და იმისთვის, რომ ბოროტად ისარგებლონ ჩვენი ღია პოლიტიკით, მოიპარონ ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება, გამოიყენონ ტექნოლოგია, ან მიითვისონ ისეთი მნიშვნელოვანი რესურსი, როგორიცაა ენერგია. ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. დღეს ჩვენ შევთანხმდით „ატლანტიკურ დეკლარაციაზე“. ეს არის ახალი ეკონომიკური პარტნიორობა ახალი ეპოქისთვის, ისეთი, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა.

„ატლანტიკური დეკლარაციის” მნიშვნელობის მიუხედავად, ის არ ითვალისწინებს იმ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომლისთვისაც დიდი ბრიტანეთი 2020 წლიდან, ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ იბრძოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend