მთავარისპორტიFIS: ბაკურიანი და გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს

FIS: ბაკურიანი და გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ბაკურიანი და გუდაური, მომდევნო წლების განმავლობაში მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს. 2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპებიბაკურიანში მოგულისა და სკი-კროსის, ხოლო გუდაურში სნოუბორდ-კროსის დისციპლინებშიჩატარდება. გუდაური და ბაკურიანი, როგორც მსოფლიო თასის ეტაპების მასპინძლები, უკვემონიშნულია საერთაშორისო სათხულამურო ფედერაციის ყოველწლიურ კალენდარში. 

„ეს წარმატება ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი, ეს არის ძალიან წარმატებით ჩატარებული სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც საქართველომ მიმდინარე წლის დასაწყისში უმასპინძლა. მეორე, ეს არის ინფრასტრუქტურული მზადყოფნა, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობამ გასულ წლების განმავლობაში იზრუნა. გასული ორი წლის განმავლობაში, ბაკურიანში მოეწყო ისტორიული მნიშვნელობის სათხილამურო ინფრასტრუქტურა, რომლის ფარგლებში აშენდა ორი ხელოვნური ტბის რეზერვუარი, სამი ახალი საბაგირო, თერთმეტი სათხილამურო ტრასა და 34 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველომ თასების მასპინძლობის უფლება წარმატებული 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შედეგად მოიპოვა. ბაკურიანთან ერთად მსოფლიო თასის ეტაპეებს, კიდევ ერთი სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური უმასპინძლებს. გუდაურში პირველადი ინსპექტირება უკვე ჩატარდა. ასევე სამთო-სათხულამურო კურორტზე იგეგმება ტექნიკური ინსპექტირებაც.

„2023 წელს საქართველომ ბაკურიანში ღირსეულად უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ მსოფლიო რუკაზე, საქართველო მოვნიშნულიყო, როგორც ქვეყანა, რომელსაც შეუძლია დიდი საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობა. ჩვენ დავაანონსეთ 2023-2024 წლის კალენდარი. ბაკურიანთან ერთად დავაანონსეთ ახალი ლოკაციაც, გუდაური. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ გუდაურს საკმაოდ დიდ პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიო თასებს უმასპინძლოს“, – ამბობს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი, ირაკლი ბურჭულაძე.

ჩასატარებელი მსოფლიო თასის ეტაპების ფარგლებში, გუდაურსა და ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები კლაუს ვალდნერი და უვე ბაიერი ეწვევიან, რომლებიც კონკრეტულ საშეჯიბრო არეალებს შეარჩევენ.

„მოხარულები ვართ საქართველოში დაბრუნებით. ყოველთვის არ ხდება, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებულად მასპინძლობის შემდეგ ქვეყანაში მსოფლიო თასები იმართება. თუმცა საქართველო, ბაკურიანთან და უკვე გუდაურთან ერთად, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მსოფლიო თასის კალენდრის გრძელვადიანი გეგმების ნაწილი გახდა. ეს დასტურია, რომ საქართველოს კარგი ხედვა აქვს, არსებობს სპორტის, ტრასებისა და სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების გეგმა. შესაბამისად, მომავლ წლებში ჩვენ საქართველოში სანახაობრივი მსოფლიო თასების ეტაპების ხილვას ველით, როგორც სკი-კროსში ისე სნოუბორ-კროსში” – განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატმა უვე ბაიერი.

„მსოფლიო თასის მასპინძლობისთვის 100 პროცენტით მზადაა. მსოფლიო თასი, ჩვენ აქ პირველად ორი წლის წინ ჩავატარეთ. ბაკურიანში სკი-კროსის მსოფლიო თასზე ყველაფერი შესანიშნავად იყო ორგანიზებული. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კი გსურს ბაკურიანში არამხოლოდ 1 წლით წელს არამედ რამდენი წლიანი გეგმებით დავბრუნდეთ. საქართველოს სათხილამურო ფედერაცია მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ოჯახის წევრია. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება”, – განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატმა კლაუს ვალდნერმა.

2023-2024 წლის საშეჯიბრო სეზონი ბაკურიანში მოგულის მსოფლიო თასით 22-23 დეკემბერს გაიხსნება. 2-4 თებერვალს სეზონი სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპით გუდაურში გაგრძელდება, ხოლო 9-11 თებერვალს სკი-კროსის მსოფლიო თასის ეტაპებით ბაკურიანში დასრულდება.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend