გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ახალი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ შეიქმნა. მოხალისეობრივი პლატფორმის მიზანია ტყის მოვლისა და აღდგენისათვის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ჩართულობით საჭირო რესურსების მობილიზება.
ვის და რა წვლილის შეტანა შეუძლია პლატფორმის დახმარებით ტყის გაშენების ღონისძიებებში – ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა ისაუბრა.