მთავარი მსოფლიო მგზავრების რაოდენობა პანდემიამდელ რიცხვს უბრუნდება - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია

მგზავრების რაოდენობა პანდემიამდელ რიცხვს უბრუნდება – საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემების თანახმად, მგზავრების რაოდენობა თითქმის პანდემიამდელ რიცხვს უბრუნდება. ასოციაციაში აცხადებენ, რომ ინდუსტრია კვლავ მომგებიანი ხდება. როგორც ცნობილია, კოვიდპანდემიის დაწყებისთანავე საგრძნობლად დაზარალდნენ ავიაკომპანიები და ტურიზმის სექტორი.

2019 წელს პანდემიის დაწყებამდე ავიაკომპანიები 4.5 მილიარდ მგზავრს მოემსახურნენ. წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი რაოდენობა. ვარაუდობენ, რომ 2023 წლის ბოლოს 4.3 მილიარდამდე მგზავრს მიიღებენ.

სექტორის განვითარებაზე ასევე დადებით გავლენას ახდენს ჩინეთში ადგილობრივი ფრენების აღდგენა.

ტურისტული აგენტების ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ წელს მოგების მხოლოდ 1-პროცენტიან ზრდას ელიან. ეს კი წინ გადადგმული ნაბიჯია 2020 წლის შემდეგ, როდესაც ზარალმა 130 მილიარდი ევრო შეადგინა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend