მთავარიკუბიკახოვკის ჰესზე აფეთქების შემდეგ ზელენსკიმ უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

კახოვკის ჰესზე აფეთქების შემდეგ ზელენსკიმ უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

დილით, 6 ივნისს ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ააფეთქეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგური კაშხალი.

უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ოლექსეი დანილოვი ოფიციალურ ტვიტერზე წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, პოლიციასა და საგანგებო სიტუაციების სამსახურში განგაში გამოცხადდა და მათ დაევალათ პოტენციური დატბორვის ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეების ევაკუაცია.

ამ ზონაში შედის 10 სოფელი და ქალაქ ხერსონის ნაწილი.

ხერსონის ოლქის ქალაქი მოვა კახოვკა მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.

 

თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს სააგენტო Reuters-ი. სააგენტო წერს, რომ საბჭოთა ეპოქის უზარმაზარი კაშხალი ააფეთქეს. უკრაინა და რუსეთი აფეთქებაში ერთმანეთს სდებს ბრალს. რუსეთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი ხერსონის ოლქიდან აცხადებს, რომ უკრაინელების სროლების შედეგად, განადგურდა სადგურის მხოლოდ ზედა ნაწილი და არა თავად კაშხალი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend