მთავარიაზიაინდონეზიაინდუიზმის ათასობით მიმდევარს ინდონეზიის აქტიურ ვულკანზე შესაწირი მიაქვს

ინდუიზმის ათასობით მიმდევარს ინდონეზიის აქტიურ ვულკანზე შესაწირი მიაქვს

ინდუიზმის ათასობით მიმდევარი ორშაბათს ინდონეზიის აქტიურ ვულკანზე ავიდა და პირუტყვი, საკვები და სხვა შესაწირი მიიტანა. ეს მათი საუკუნოვანი ტრადიცია და რელიგიური ცერემონიაა. მომლოცველები ბრომოს მთის მწვერვალზე ზურგზე მოკიდებული შესაწირით ფეხით ავიდნენ. ეს ტრადიცია იადნია კასადას დღესასწაულის ნაწილია.

„შესაწირად კარტოფილი, პრასი, კანფეტები, საჭმელები და ასევე ნაღდი ფული მოვიტანე“, – ამბობს ვულკანზე ასული როჰიმი.

„სახლში ბევრი ძროხა გვყავს, საჭიროზე მეტი. ამიტომ აქ წამოვიყვანეთ, რომ ღმერთს დავუბრუნოთ“, – ამბობს სლემეტი, რომელმაც ვულკანზე შესაწირად ძროხა აიყვანა.

ტურისტებს ამ რიტუალზე დასწრების უფლება ხელისუფლებამ კოვიდპანდემიის შემდეგ პირველად მისცა. გასულ წელს მთაზე, სადაც აქტიური ვულკანია, მხოლოდ მომლოცველები ავიდნენ. იადნია კასადას ფესტივალი ფესვებს მე-15 საუკუნიდან მაჯაპაჰიტის სამეფოდან, ინდუისტურ-ბუდისტური იმპერიიდან იღებს. მისი ტერიტორიები გადაჭიმული იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend