მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები კოსოვოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები კოსოვოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ელჩებმა კოსოვოს ხელისუფლებას კონფლიქტის დეესკალაციისკენ მოუწოდეს. ვითარება უკიდურესად მწვავეა. ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკურ სერბებთან შეტაკების დროს ნატოს მიერ გაგზავნილი  30 სამხედრო დაშავდა.

ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები კოსოვო-სერბეთს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის პრიშტინაში ჩავიდნენ და პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის შეხვდნენ. მათ კურტის სიტუაციის დეესკალაციისკენ, ახალი არჩევნების ჩატარებისა და ევროკავშირის ჩართულობით სერბეთთან  დიალოგის განახლებისკენ მოუწოდეს.

ეთნიკური სერბების პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მონაწილეობას მიიღებენ ახალ მუნიციპალურ არჩევნებში, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მთავრობამ ჯერ პოლიციის სპეციალური ძალები უნდა გაიყვანოს  ჩრდილოეთ კოსოვოდან და შექმნას  სერბული თემების ასოციაცია.

ერთი კვირის წინ ეთნიკურ სერბებთან ძალადობრივი შეტაკებების დროს 30 საერთაშორისო ჯარისკაცი,  11 იტალიელი და 19 უნგრელი,  და 50-ზე მეტი დემონსტრანტი დაშავდა. გასულ კვირას ნატოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დამატებით 700 სამხედროს გაგზავნიან ჩრდილოეთ კოსოვოში.

სერბეთსა და მის ყოფილ პროვინცია კოსოვოს შორის ათწლეულების განმავლობაში უთანხმოებაა, ბელგრადი 2008 წელს გამოცხადებულ კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend