შაბათს, 3 ივნისს, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში საქველმოქმედო პლატფორმის, „ჩართეს“ გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. შემოსული თანხა ფონდში ჩაირიცხა და მოსწავლეებისთვის ინტერნეტის დაფინანსებას მოხმარდება.
საქველმოქმედო პლატფორმა “ჩართეს“ საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტი და ლეპტოპი დაუფინანსოს.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში პროექტის ხელმძღვანელმა, “ჩართეს” გუნდის წევრმა, მარიამ მჭედლიშვილმა ისაუბრა.