მთავარისაქართველო“დაიცავი გამოხატვის თავისუფლება”- აქცია პარლამენტის შენობასთან

“დაიცავი გამოხატვის თავისუფლება”- აქცია პარლამენტის შენობასთან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან.

აქციის მონაწილეები 2 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ახალგაზრდების დაკავებას აპროტესტებენ. მათ სიმბოლურად ხელში თეთრი ფურცლები უჭირავთ და აცხადებენ, რომ პროტესტის გამოხატვა დანაშაული არ არის.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend