მთავარისაქართველოსაპენსიო სააგენტომ მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საპენსიო სააგენტომ მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საპენსიო სააგენტო საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ბიზნესსექტორთან და ეკონომიკის ექსპერტებთან გამართული შეხვედრების შემდეგ დაგროვებითი პენსიის ირგვლივ არსებული ვითარება სააგენტომ მედიის წარმომადგენლებს გააცნო. შეხვედრაზე საუბარი ისეთ საკითხებს შეეხო, როგორიცაა მოსახლეობის დაგროვებული თანხის სარფიან ინვესტიციებში განთავსება, უსაფრთხოება და და სააგენტოს მომავალი გეგმები.

სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ ჟურნალისტებსა და რედაქტორებს, დეტალურად გაუზიარა ინვესტირების ინსტრუმენტები, კანონით გათვალისწინებული პროცედურები და რისკიანობის პორტფელები, რომლებიც 2023 წლის აგვისტოდან ამოქმედდება. ესაუბრა არსებული აქტივების კლასებზე და პორტფელის დივერსიფიკაციის შესაძლებლობებზე. ასევე, ყურადღება ფონდის მიზნებსა და ამოცანებზე გამახვილდა.

ჟურნალისტებისა და რედაქტორების განცხადებით, შეხვედრა ინფორმაციული და საინტერესო იყო. სააგენტოს ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა სექტორთან გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend