მთავარიმსოფლიოსამეფო ქორწილი იორდანიაში

სამეფო ქორწილი იორდანიაში

იორდანიაში პრინც ჰუსეინისა და საუდელი რაჯვა ალსეიფის საქორწილო ცერემონია გაიმართა. ცერემონიას დაესწრნენ სამეფო ოჯახის წევრები და სტუმრები მთელი მსოფლიოდან. ზაჰრანის სასახლეში გამართულ წვეულებაზე წყვილს ტრადიციული მუსიკით, სიმღერითა და ცეკვით შეეგებნენ. მათ ახლად დაქორწინებულები გადაჯვარედინებული ხმლების ქვეშ გაატარეს.

სტუმრებს შორის იყვნენ ბრიტანეთის პრინცი უილიამი და უელსის პრინცესა ქეითი, ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი და ყოფილი დედოფალი სოფია, ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი და მისი ცოლი დედოფალი მაქსიმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი და წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი.

როგორც ცნობილია, საქორწილო ცერემონიაზე 1700-ზე მეტი სტუმარი იყო მიწვეული. ქუჩებში გამოვიდა უამრავი იორდანელი, რომლებიც ცეკვითა და სიმღერით აღნიშნავდნენ პრინცის დაქორწინებას. 1 ივნისი ოფიციალურად გამოცხადდა უქმე დღედ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend