მთავარისაქართველოლელიტა და შვილები

ლელიტა და შვილები

რას ნიშნავს იყო პოზიტიური მშობელი? 3 შვილის დედა ლალეტა მონადირიშვილი ფიქრობს, რომ მშობლობა რთული და განსაკუთრებული პროფესიაა და პასუხისმგებლობის უდიდეს გრძნობას მოითხოვს. ის მიიჩნევს, რომ შვილის ჯანსაღად აღზრდისთვის აუცილებელია მშობელმა იზრუნოს არა მხოლოდ შვილის, არამედ საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც.

წელს გაეროს ბავშვთა ფონდი ხაზს უსვამს ბავშვის აღზრდის პროცესში სწორედ მშობლების კეთილდღეობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობას და მას აუცილებელ პირობად განიხილავს იმისთვის, რომ შვილებს საჭირო ზრუნვა და მხარდაჭერა ჰქონდეთ

ლალეტა მონადირიშვილი 3 შვილის დედაა, ის ამბობს,რომ შვილებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და ცდილობს გაგებით მოეკიდოს მათ ყოველ გადაწყვეტილებას. ლალეტა მონადირიშვილის თქმით,  მშობელმა არა მხოლოდ ბავშვზე უნდა იზრუნოს,  არამედ საკუთარ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზეც, რათა შვილები ჯანსაღ პირობებში აღზარდოს.

„ ბედნიერებაა,როდესაც, ხედავ ბედნიერი ბავშვების თვალებს და ყველაზე მეტად ეს ბედნიერი თვალები მაშინ ჩნდება, როდესაც რაღაცას აკეთებენ და შენ მის გვერდით დგახარ, მას აფასებ, ეს ურთიერთობები ცოტა გაცივდა იმ პირობების გამო, როგორ სოციალურ მდგომარეობაშიც ჩვენ ახლა ვართ, სამსახური, გადარბენები, ბავშვს და მშობელს ერთმანეთისთვის არ სცალიათ“, – მიიჩნევს ლალეტა.

მშობლების მენტალური კეთილდღეობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა, რომ მნიშვნელოვანია ამას გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძეც ადასტურებს და განმარტავს რა არის „პოზიტიური მშობლობა“.

„ეს არის  მშობელსა და შვილს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელიც ემყარება არაძალადობრივ მეთოდების გამოყენებას, არის პატივისცემაზე, ურთიერთმოსმენაზე დამყარებული და ითვალისწინებს ბავშვის საჭიროებებს და მისი განვითარებისათვის აუცილებელ კომპონენტებს და ეს ვერ მიიღწევა თუ თვითონ მშობელი არ იქნა, სათანადო სიმაღლეზე და ეს მისი მენტალური და ფსიქიკური ჯანმრთელობა არ იქნება მოგვარებული“, – ამბობს მაია ქურციკიძე.

ფსიქოლოგი მანანა წვერავა ამბობს, რომ  თანამედროვე მშობლები უფრო მეტად მეგობრულები არიან შვილებთან და ცდილობენ გაუგონ მათ. ფსიქოლოგის თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ დღევანდელი მშობლები მეტად ზრუნავენ საკუთარ ფსიქიკურ  ჯანმრთელობაზეც:

„ მშობლებს ყოველთვის ვეუბნები,რომ რამდენადაც  ბავშვი იზრდება სხვადასხვა ეტაპზე,იმდენად ვიზრდებით ჩვენ,როგორც მშობელი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი,რომ კარგად ვიცოდეთ განვითარების რა სტადიაზეა ბავშვი, რა საჭიროებები აქვს და მე რა შემიძლია,რომ ამ საჭიროებებისთვის გავაკეთო, თეორიული ცოდნა კარგია, მაგრამ სანამ არ დააგემოვნებ და უშუალოდ ამ როლში არ ჩადგები“

ლალეტა მონადირიშვილი ცდილობს, საკუთარ თავსაც დაუთმოს დრო და შვილებსაც. ამბობს, რომ ეს ეხმარება მათთან მეგობრული ურთიერთობები  ჰქონდეს.  ლალეტა თვლის, რომ მშობლობა თავისთავად არის პროფესია, რთული და განსაკუთრებული, რომელიც პასუხისმგებლობის  უდიდეს გრძნობას მოითხოვს.

ელენე ქორქია

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend