რუსეთი განაგრძობს იერიშებს უკრაინის დედაქალაქზე, კიევს უტევენ უპილოტო საფრენი აპარატებით, იერიში მიაქვთ სარაკეტო-საავიაციო დარტყმებით ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით. კიევი იტყობინება, რომ საჰაერო თავდაცვითი სისტემები წარმატებით უმკლავდება შეტევებს. უკრაინელი პილოტები კი პარალელურად გადიან წვრთნებს ამერიკულ გამანადგურებელ ფ-16-ზე.
მხარეების შეიარაღებაზე საუბრობს გიგა ინაშვილი, შეიარაღების ექსპერტი.