მთავარიმსოფლიოევროპაგვალვა ევროპაში სასურსათო კრიზისს ქმნის და აზიანებს ეკონომიკას

გვალვა ევროპაში სასურსათო კრიზისს ქმნის და აზიანებს ეკონომიკას

სამხრეთ ევროპაში სოფლის მეურნეობის მთავარი პრობლემა გვალვაა, რომელმაც განსაკუთრებული ეკონომიკური ზიანი მიაყენა ესპანეთის სოფლებს. იტალიას, კი გვალვამდე  ძლიერი წყალდიდობა დაატყდა თავს. ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ გვალვა და და წყალდიდობა ერთი მონეტის ორი მხარეა და ორივე კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული. ევროპის მასშტაბით სულ უფრო ხშირია გვალვა, რომელიც სასურსათო კრიზისს ქმნის და აზიანებს ეკონომიკას.

ნალექის ნაკლებობის, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში გამონაბოლქვის მაღალი დონისა და ტემპერატურის 2 გრადუსით გაზრდის გამო ესპანეთმა შესაძლებელია მთლიანი შიდა პროდუქტის 7 პროცენტი დაკარგოს. თუ გლობალური დათბობა 3 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს, მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტი შეიძლება 17%-ით შემცირდეს. გვალვასთან გამკლავება, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობას უწევს. საჭიროა ახალ გარემოსთან ადაპტაცია, სარწყავი სისტემების გამართვა და წყლის ეფექტიანი მართვა.

„ფერმერებს კლიტამის ცვლილებასთან და ახალ კლიმატურ პირობებთან ადაპტაცია მოუწევთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო 50-60 წლის განმავლობაში მსოფლიოს მოსახლეობა სამჯერ გაიზარდა. ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ  მოსახლეობა საკვებით უზრუნველვყოთ,“ – ამბობს ფერმერთა და მეცხოველეობის ორგანიზაციების საკოორდინაციო კომიტეტის ექსპერტი, ხავიერ ფატასი.

გვალვა განსაკუთრებით ხშირი მოვლენაა ხმელთაშუა ზღვის ევროპულ ქვეყნებში, მაგალითად, ესპანეთში. ფერმერთა და მეცხოველეობის ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმაციით, ესპანეთში მიწის 75 პროცენტს უკვე გაუდაბნოების საფრთხე ემუქრება.

„იმისთვის, რომ ნაკლები ნალექის შემთხვევაშიც ადრინდელივით პროდუქტიულები ვიყოთ, წყალი უფრო ეფექტიანად უნდა მოვიხმაროთ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უფრო ნაკლები რესურსი გვქონდეს, პრობლემას მაინც უნდა გავუმკლავდეთ,” – ამბობს ფერმერთა და მეცხოველეობის ორგანიზაციების საკოორდინაციო კომიტეტის ექსპერტი, ხავიერ ფატასი.

გვალვა განსაკუთრებით ხშირი მოვლენაა ხმელთაშუა ზღვის ევროპულ ქვეყნებში, მაგალითად, ესპანეთში. ფერმერთა და მეცხოველეობის ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმაციით, ესპანეთში მიწის 75 პროცენტს უკვე გაუდაბნოების საფრთხე ემუქრება.

წყალსაცავები და ნაკრძალები, როგორიცაა ანდალუსიაში დონიანას საცავი, სტრატეგიული საშუალებაა ბუნების გადასარჩენად, ასევე გაუდაბნოებისა და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend