მთავარიამბებიდიპლომატიური დაპირისპირება გერმანიასა და რუსეთს შორის

დიპლომატიური დაპირისპირება გერმანიასა და რუსეთს შორის

ბერლინში რუსეთის ხუთი საკონსულოდან ოთხის დახურვის შესახებ განაცხადეს. მუშაობას გააგრძელებს მხოლოდ ბერლინში არსებული საელჩო და კიდევ ერთი საკონსულო. ეს არის საპასუხო ნაბიჯი მას შემდეგ, რაც მოსკოვმა იმ გერმანელი დიპლომატების რაოდენობა შეამცირა, რომლებსაც რუსეთში ყოფნის უფლება აქვთ. რუსეთში ახლა მხოლოდ 350 დიპლომატი გააგრძელებს თავის საქმიანობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კრისტოფერ ბურგერმა  განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს ვითარების დაძაბვას და აღნიშნა, რომ ამ არასამართლიანმა გადაწყვეტილებამ აიძულა გერმანიის მთავრობა, საპასუხო ნაბიჯები გადაედგა.

დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე გერმანია ასევე გეგმავს, მინიმუმადე შეამციროს თავისი დიპლომატიური მისია რუსეთში. ბერლინი ნოემბრისთვის დახურავს საკონსულოებს ეკატერინბურგში, ნოვოსიბირსკსა და კალინინგრადში. მუშაობას გააგრძელებს მხოლოდ ერთი საელჩო მოსკოვში და ერთი საკონსულო სანქტ-პეტერბურგში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend