მთავარიევროპაუკრაინასაერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას დამატებით 900 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას დამატებით 900 მილიონ დოლარს გამოუყოფს

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თითქმის ყოველდღე აგრძელებს უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით თავდასხმას, ომში ჩართული ქვეყნის ეკონომიკა საოცარ გამძლეობას ავლენს. ამის შესახებ საუბრობენ  საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები, რომლებმაც უკრაინისთვის დამატებით 900 მილიონი დოლარის დახმარების შესახებ განაცხადეს. ამავდროულად, მათ მაღალი შეფასება მისცეს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკრაინის მისიის უფროსი გევინ გრეი აღნიშნავს, რომ მათ, ამ შეფასების ფარგლებში, 2023 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი ერთიდან 3 პროცენტამდე გააუმჯობესეს. მისი თქმით, ინფლაციაც იკლებს, გაცვლითი კურსიც გასული თვეების განმავლობაში სტაბილურია. თუმცა გევინ გრეი დასძენს, რომ ომის მიმდინარეობის ფონზე რისკები კვლავ მაღალია.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი უკრაინას ტერორიზმში სდებს ბრალს დედაქალაქში დრონებით თავდასხმის გამო, რომელიც მოსახლეობის დაშინებას ისახავდა მიზნად.  უკრაინა უარყოფს ინციდენტში მონაწილეობას.

ვლადიმერ პუტინის თქმით, კიევის რეჟიმმა სხვა გზა აირჩია, გზა, რომელიც რუსეთის მოქალაქეების დაშინებასა და საცხოვრებელ შენობებზე თავდასხმას ისახავს მიზნად, რაც, მისი შეფასებით, აშკარა  ტერორისტული ქმედებებია.

ამავდროულად, ხარკივში გრძელდება სამუშაოები უკრაინის ერთ-ერთი ატომური ობიექტის აღსადგენად. გასულ წელს  ფიზიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტს რუსების მიერ ნასროლი რაკეტა დაეცა. რადიაციის გაჟონვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ შექმნილი ვითარება უკიდურესად მძიმე და საშიშია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend