მთავარიევროპაშვედეთიაშშ თურქეთს შვედეთის ნატოში გაწევრების რატიფიცირებისკენ მოუწოდებს

აშშ თურქეთს შვედეთის ნატოში გაწევრების რატიფიცირებისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატები თურქულ მხარეს მოუწოდებს, დაეთანხმოს ნატოში შვედეთის გაწევრებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ  სწორედ ახლაა შვედეთის ნატოში გაწევრების დრო. შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრება გასულ წელს რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. უნგრეთი და თურქეთი კი ნატოს ის წევრი ქვეყნებია, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მოუხდენიათ შვედეთის ნატოში გაწევრების რატიფიცირება.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა აზრით, დადგა დრო, რომ დასრულდეს პროცესი შვედეთის გაწევრებასთან დაკავშირებით. ენტონი ბლინკენის თქმით, შვედეთმა პრობლემების გადასაჭრელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. თუმცა, მისი აზრით, შვედეთი პირველივე დღიდან აკმაყოფილებდა წევრობისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი, რომელიც მესამე ვადით აირჩიეს, განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში დასავლეთს წინ აღუდგება. მან შვედეთი ტერორისტების შეფარებაში დაადანაშაულა, მათ შორის ქურთისტანის მუშათა პარტიისა, რომელიც ანკარამ უკანონოდ გამოაცხადა.

შეერთებულ შტატებსა და ნატოში კი იმედოვნებენ, რომ შვედეთიც, ფინეთის მსგავსად, აღმართავს თავის დროშას ნატოს სამიტზე, რომელიც ივლისში ვილნიუსში გაიმართება. თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, რას გადაწყვეტს თურქეთის პრეზიდენტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend