მთავარიდღის ამბები31 მაისს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება

31 მაისს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება

31 მაისს პოლიციის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წინ საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მოეწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების საზეიმო მსვლელობაც. ღონისძიებაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას წუთიერთი დუმილით პატივი მიაგეს. ასევე პოლიციელებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. მათ სამართალდამცველებს პოლიციელის დღე მიულოცეს.

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის გამო ღონისძიებას ვერ ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. თუმცა, მან სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და პოლიციას პროფესიული დღე მიულოცა.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. დაჯილდოვნდნენ ისინი, ვინც სამსახურეობირივი მოვალეობის შესრულების დროს თავი გამოიჩინა. მათ შორის იყო პირი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული ბინიდან მოხუცის გამოყვანა და მისი გადარჩენა შეძლო და ასევე პირი, რომელმაც პარლამენტთან გამართული აქციისას საქართველოს დროშა მიწიდან აიღო.

ღონისძიებას მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend