მთავარიევროპათურქეთი„თავისუფალი, თუმცა არასამართლიანი"- თურქეთის არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ

„თავისუფალი, თუმცა არასამართლიანი”- თურქეთის არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომლის შედეგადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელახლა აირჩიეს, იყო თავისუფალი, თუმცა არასამართლიანი. ამის შესახებ ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები საუბრობენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, მედია ერდოღანს უფრო მეტ დროს უთმობდა, ვიდრე მის ოპონენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს.

ეუთოს სპეციალური კოორდინატორი ფარაჰ კარიმი ამბობს, რომ არჩევნების ორივე ტურში მედია მიკერძოებული იყო. კანდიდატებს არ ჰქონდათ თანაბარი პირობები, რამაც  დაუსაბუთებელი უპირატესობა მისცა მოქმედ პრეზიდენტს.

ეუთომ და ევროსაბჭომ ორივე კანდიდატი  გააკრიტიკეს უმცირესობებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრების გამო.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ფრენკ შვაბი მოუწოდებს ორივე მხარეს, კამპანიის შემდეგ თავი შეიკავონ უმცირესობების მიმართ ძალადობრივი და სიძულვილის ენის შემცველი გამოსვლებისგან, იქნება ეს სექსუალური უმცირესობების თუ  ლტოლვილების მიმართ.  მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები პოლიტიკური სპექტრის ორივე მხრიდან იყო.

ყველაზე მწვავე არჩევნებისა და მესამე ვადით არჩევის შემდეგ ერდოღანს ახლა მნიშვნელოვანი მისია აკისრია. იგი უნდა გაუმკლავდეს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს და მართოს თებერვალში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დანგრეული და დაზიანებული ადგილების რეკონსტრუქციის პროცესი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend