მთავარიკუბიავიაიერიში კიევზე - რუსეთმა რეკორდული რაოდენობის დრონი გამოიყენა

ავიაიერიში კიევზე – რუსეთმა რეკორდული რაოდენობის დრონი გამოიყენა

28 მაისს კიევში ქალაქის დღე აღნიშნეს, რა დროსაც რუსეთმა უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით საჰაერო იერიში მიიტანა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციაც ადასტურებს, რომ ეს იყო ყველაზე მასშტაბური თავდასხმა დრონებით უკრაინის დედაქალაქზე მას შემდეგ რაც ომი დაიწყო.

უკრაინის საჰაერო ძალები ცნობით, რუსეთმა კიევის მიმართულებით 54 კამიკაძე დრონი “შაჰიდი” გამოიყენა – ეს არის რეკორდული რიცხვი  გამოყენებული დრონებისა, მას შემდეგ რაც რუსეთმა ომი დაიწყო.

უკრაინის საჰაერო ძალების თქმით, მათ 54-დან 52 დრონი მოიგერიეს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო დაიღუპა 41 წლის მამაკაცი და დაჭრილია 35 წლის ქალი. ეს არის რიგით მე-14 საჰაერო იერიში კიევზე მხოლოდ ამ თვეში.

კიევს 28 მაისს ოფიციალურად 1541 წელი შეუსრულდა. ამ დღეს ქალაქში იმართება კონცერტები, გამოფენები.

წელს მსგავსი ღონისძიებები არ ჩატარებულა, თუმცა ზოგიერთ ქუჩაზე მცირე გამოფენები მოქალაქეებმა მაინც მოაწყვეს.

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე კიევში საჰაერო განგაში გაუქმებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend