მთავარიმსოფლიოსიახლე ნეიროქირურგიაში: ტვინსა და დაზიანებულ ხერხემალს შორის კავშირის აღდგენა შესაძლებელია

სიახლე ნეიროქირურგიაში: ტვინსა და დაზიანებულ ხერხემალს შორის კავშირის აღდგენა შესაძლებელია

მამაკაცი, რომელიც 12 წლის წინ ველოსიპედით მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად პარალიზებული გახდა, ახლა კვლავ ფეხზე დადგა საფრანგეთსა და შვეიცარიაში შემუშავებული ინოვაციური ნეიროქირურგიული პროექტის წყალობით.

ახალი ტექნიკის საშუალებით შესაძლებელია ტვინსა და დაზიანებულ ხერხემალს შორის კავშირის აღდგენა. პაციენტი იმპლანტს თავისი ფიქრებით მართავს, რომელიც სადენის გარეშე უკავშირდება იმას, რაც მის ხერხემალშია მოთავსებული.

პაციენტს, გერტ-იან ოქსამს, ხუთიდან ათ წუთში უკვე შეეძლო თეძოების კონტროლი. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ნამდვილი იყო. ტვინის იმპლანტს შეეძლო იმის შესრულება, რისი გაკეთებაც სურდა. მისი აზრით, ეს ყველასთვის საუკეთესო შედეგი იყო.

მედიცინაში უახლესი ტექნიკური მიღწევა ორ ქვეყანაში მკლევრების  ათწლიანი მუშაობის შედეგია. წინა ექსპერიმენტებში პაციენტები ფეხის გასამოძრავებლად ღილაკს იყენებდნენ, ახლა კი ყველაფერი ფიქრით არის შესაძლებელი.

ნეიროქირურგის ჟოსელინ ბლოხის თქმით, როდესაც ყველაფერი დამონტაჟდება, პაციენტმა, პირველ რიგში, უნდა ისწავლოს, როგორ იმუშაოს თავის ტვინის სიგნალებთან. მათ კი უნდა შეისწავლონ, როგორ დაუკავშირონ ტვინის სიგნალები ზურგის ტვინის სტიმულაციას. ეს ხანმოკლე პროცესია, მალევე უკავშირდება ერთმენთს ეს ყველაფერი და პაციენტიც სწრაფად იწყებს ვარჯიშს.

გერტ-იან ოქსამს ახალი ტექნოლოგიის ასათვისებლად რამდენიმეთვიანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ  ჯერ კიდევ შეზღუდულად მოძრაობს, მას ახლა უსწორმასწორო გზებზე გავლა და კიბეებზე ასვლაც კი შეუძლია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend