მთავარიგადაცემებიSmart Regionsმწვანე ქალაქის ცხოვრება: სამხრეთ შვედეთის შვიდი მუნიციპალიტეტი წიაღისეული საწვავის გარეშე ცხოვრობს.

მწვანე ქალაქის ცხოვრება: სამხრეთ შვედეთის შვიდი მუნიციპალიტეტი წიაღისეული საწვავის გარეშე ცხოვრობს.

სამხრეთ შვედეთში სკონეს რეგიონის ქალაქებში მტკიცედ დაისახეს ერთი და იგივე ამბიცია: უარი თქვან წიაღისეულ საწვავზე და შეამცირონ მუნიციპალური მომსახურების მიერ გამონაბოლქვი CO2-ის  მოცულობა.

ბიოგაზისა და ქარის ენერგიის წარმოების შედეგად რაც შეიძლება შემცირდა გარემოს დამაბინძურებელი ისეთი სწავავსი გამოყენება, როგორიცაა ბენზინი, ნავთობი, ქვანახშირი და ბუნებრივი აირი. როგორც კრისტიანსტადის  მუნიციპალიტეტის კლიმატის სტრატეგიის ექსპერტი  მაგნუს ლუნდი განმარტავს: „ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ კარგი გადაწყვეტილებები. ღიად უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს, რათა გადავჭრათ გარემოსთან დაკავშირებული ყველა დიდი პრობლემა, რაც კი გვაქვს.“

პრიორიტეტული იყო ტრანსპორტის დეკარბონიზაცია. უამრავი ნაბიჯი გადაიდგა ქალაქ ლუნდის მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით. ერთ-ერთი იყო საქმიანი მგზავრობის ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბება.

დასაჯავშნი პლატფორმის დახმარებით, დასაქმებულ მოქალაქეებს წვდომა აქვთ მწვანე ტრანსპორტის პარკზე. მგზავრის საჭიროებისა და გასავლელი მანძილის მიხედვით აღნიშნული სისტემა კლიენტს სთავაზობს ელექტრომობილებსა და ბიოგაზზე მომუშავე ავტომობილებს. მაგრამ ყევლაზე მეტად მაინც ველოსიპედს ურჩევს –  იქნება ეს ელექტრონული თუ ჩვეულებრივი.

„ამ სისტემის მიზანი ის არის, რომ, ერთი მხრივ, უზრუნველყოს თვლიანი ტრანსპორტის პარკის მიბილიზაცია ისე, რომ ჩვენ უფრო ეფექტურად შევძლოთ ავტომობილისა და ველოსპედის გამოყენება. მეორე მხრივ, უნდა შეიცვალოს ხალხის ქცევა ისე, რომ საკუთარი ავტომობილის ნაცვლად უფრო მეტად არჩევანი ველოსიპედსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გააკეთონ,“ – ამბობს  ელინ დალარიდი, ლუნდის მუნიციპალიტეტის კლიმატის სტრატეგიის ექსპერტი.

ამ პროექტში 7 ქალაქი მონაწილეობს და ამ ქალქებში ტრანსპორტის, გათბობისა და მშენებლობის სექტორებში წამოიწყეს ისეთი ინიციატივები, რომ საკუთარ საქმიანობაში მხოლოდ მწვანე ენერგიის წყარო გამოიყენონ. როგორც პროექტის კოორდინატორი ამბობს, შედეგებმაც არ დააყოვნა.

„ჩვენს შვიდივე მუნიციპალიტეტში ახლა 98 პროცენტით აღარ ვართ დამოკიდებული წიაღისეულ საწვავაზე და სათბური აირების გამონაბოლქვი შვიდ წელში 73 პროცენტით შევამცირეთ. ეს დიდებული შედეგია,“ – განმარტავს იოჰანეს ელამზონი, სკონეს წიაღისეული საწვავისგან თავისუფალი მუნიციპალიტეტების პროექტის მენეჯერი.

აღნიშნული პროექტის საერთო ბიუჯეტი თითქმის 1.6 მილიონი ევროა და მისი ნახევარი ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში ფინანსდება. პროექტში მუნიციპალიტეტის 53 ათასი  თანამშრომელია ჩართული. კრისტიანსტედში კიდევ ერთი ინიციატივა  აქვთ:  აქ მუნიციაპლური სატვირთოს მიერ შეგროვებულ ნაგავს ბიოგაზად გარდაქმნიან და ამ საწვავით თავად სატვირთოს ამარაგებენ.

ორგანული ნარჩენები ბიოგაზის იმ საწარმოში მუშავდება, რომელიც ერთ-ერთი პირველი ასეთი საწარმოა შვედეთში. ეს საწარმო უკვე 20 წელზე მეტია მუშაობს და მას მუნიციპალიტეტი ფლობს.

„ჩვენ შეგვიძლია, რომ უკან დავაბრუნოთ უკვე გამოყენებული ენერგია. ამ საწვავით მუნიციპალიტეტის ავტობუსებისა და ავტომობილების მომარაგება შეიძლება. გარდა ამისა, შეგვიძლია მასალაში არსებული მკვებავი ნივთიერებები გავიტანოთ  ყანაში და ახალი მოსავლისთვის სასუქად გამოვიყენოთ,“ – ამბობს ტორე სიგურდსონი, კომპანია C4 Energi-ის ბიოგაზის საწარმოს მენეჯერი.

ბიოგაზის უმეტეს ნაწილს ბიოსაწვავად იყენებენ, ნაწილს –  გასათბობად. ეს წრედული სისტემა შეესაბამება ადგილობრივ გარემოს.

„ჩვენ ორგანული ნარჩენების დიდი პრობლემა გვქონდა , რადგან ჩვენს მუნიციპალიტეტში  უამრავი სასოფლო სამეურნეო მიწა და სურსათის საწარმოა. დროთა განმავლობაში გავაცნობიერეთ, რომ ამ ნარჩენების სუფთა ენერგიის წყაროდ გარდაქმნა შეგვეძლო. როგორც ინოვაციის დროს ხდება, პრობლემა საბოლოო ჯამში სარგებლად იქცა,“ – განმარტა მაგნუს ლუნდმა, კრისტიანსტადის  მუნიციპალიტეტის კლიმატის ექსპერტმა.

ავტორი: ან დევინო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend