მთავარიევროპაუკრაინაკრემლის პოლიტიკის მოწინააღმდეგე რუსებმა ბელგოროდის ოპერაცია წარმატებად შეაფასეს

კრემლის პოლიტიკის მოწინააღმდეგე რუსებმა ბელგოროდის ოპერაცია წარმატებად შეაფასეს

რუსების მოხალისეთა კორპუსი ერთ-ერთია იმ ჯგუფთაგან, რომლებმაც ამ სამხედრო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. ისინი უარყოფენ ინფორმაციას მებრძოლების დაკარგვასთან დაკავშირებით.

რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ბელგოროდის რეგიონის ერთ-ერთ სასაზღვრო დასახლებაში ათეულობით თავდამსხმელი გაანადგურა, ჯგუფი კი აიძულა, უკან დაეხია. რუსეთის წარმომადგენელთა ინფორმაციით, დაღუპულია 70-ზე მეტი მებრძოლი.

რუსეთის მოხალისეთა კორპუსის დამაარსებლის დენის კაპუსტინის თქმით, ოპერაცია მიმდინარე ფაზაშია. აქ რამდენიმე ეტაპი იგულისხმება. იგი თვლის, რომ პირველი ეტაპი წარმატებით გაიარეს.

რუსეთის ტელევიზიები ავრცელებენ თავდასხმის შედეგების ამსახველ კადრებს, რომლებშიც ასევე ჩანს, როგორ მკურნალობენ რამდენიმე დაჭრილ ადგილობრივს საავადმყოფოში.

ბელგოროდის რეგიონზე თავდასხმაში მონაწილეობას კიევი კვლავინდებურად უარყოფს. გაჩნდა შიში, რომ კონფლიქტი შესაძლოა უკრაინის საზღვრებს მიღმაც დაიწყოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის თქმით, საერთო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით აშშ-მ მკაფიოდ განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს ამერიკული წარმოების შეიარაღებით თავდასხმები განხორციელდეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

ამავდროულად, რუსეთი კიევს თურქეთის ტერიტორიულ წყლებში  ერთ-ერთ სამხედრო გემზე თავდასხმაში ადანაშაულებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ თავდასხმაში მონაწილე სამი უპილოტო ნავი გაანადგურეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend