გერმანიის პოლიცია გამოძიების ფარგლებში ჩხრეკის ოპერაციებს ატარებს და იკვლევს, უნდა შეფასდეს თუ არა კლიმატის აქტივისტთა ჯგუფი „ბოლო თაობა“ კრიმინალურ ორგანიზაციად.
აქტივისტები მთავრობისგან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. ისინი თავიანთ პროტესტს სხვადასხვა სახით გამოხატავენ, მაგალითად, ისვამენ წებოს და თავად ეკრობიან კედლის ნახატებს, შენობების შესასვლელებსა და გზებსაც კი.
ჯგუფის წევრები ტვიტერის საშუალებით ცდილობენ, გაავრცელონ ინფორმაცია ჩხრეკებთან დაკავშირებით. მათ აინტერესებთ, როდის დაიწყებს მთავრობა ლობისტური სტრუქტურების წინააღმდეგ გამოძიებას.
გამოძიება ამჟამად მიმდინარეობს შვიდი პირის წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან საპროტესტო აქციების დასაფინანსებლად გარკვეული კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში ან მხარდაჭერაში. ორგანიზაცია „ბოლო თაობის“ ქმედებებს საზოგადოების ნაწილი ხშირად აკრიტიკებს, ამასთან დაკავშირებით გერმანიასა და ავსტრიაში დებატებიც გაიმართა. ბოლო ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არავინ დაუკავებიათ.