ახლახან კლიმატის ცვლილების მონიტორინგის თანამგზავრული სისტემა „კოპერნიკუსმა“ (Copernicus Climate Change Service) 2022 წლის ევროპის კლიმატის მდგომარეობის ამსახველი წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ევროპა უფრო ცხელი, მშარლი და მზიანი ხდება. ანგარიშში აქცენტი სიცხით გამოწვეულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებზეა გაკეთებული და დასმულია კითხვა, თუ რატომ გახდა ამინდი უფრო მზიანი?
„კოპრენიკუსის“ 2022 წლის ანგარიშის მაჩვენბლებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ გაულ წელს ევროპამ რეკორდულად ცხელი ზაფხული გაიარა.
თუმცა, პირველ რიგში, მოდით, სწრაფად გადავავლოთ თვალი გასული თვის მონაცემებსაც. გლობალურ დონეზე 2023 წლის აპრილი 0.3 გრადუსი ცელსიუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს. აქ, ევროპაში, შერეული სურათი გვაქვს. გაერთიანებული სამეფოდან მოყოლებული თურქეთის ჩათვლით შედარებით გრილოდა, იბერიის ნახევარკუნძულის ირგვლივ კი უფრო თბილოდა. ხმელთაშუა ზღვის დასავლეთით აპრილში რამდენჯერმე უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.
ჰაერის ტემპერატურამ ესპანეთის ქალაქ კორდობაში 38.8 გრადუსს, პორტუგალიის მორაში 36.9-ს, ხოლო მაროკოს მარაქეშში 41.3 გრადუსს მიაღწია. სამივე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია აპრილისთვის.
უკიდურესი სიცხე და გვალვა
გასული წელი ექსტრემალური სიცხითა და გვალვის მასშტაბით გამოირჩეოდა. გვალვის მაჩვენებლების აპრილის, ივლისისა და სექტემბრის რუკებზე მკაფიოდ ჩანს, თუ რამდენად ფართოდ იყო გავრცელებული გვალვა.
საინტერესოა, რამდენად განმეორდება ეს მდგომარეობა წელს? „კოპერნიკუსის“ კლიმატის ცვლილების სამსახურის კლიმატის მეცნიერი
ჟულიენ ნიკოლასი ამბობს, რომ ეს სავსებით შესაძლებელია:
“ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მოსალოდნელია ესპანეთში, სადაც უკიდურესად მაღალ ტემპერატურას, რომელსაც უნალექობაც დაერთო, საშუალოზე ბევრად მაღალი სიცხეები მოჰყვა. ეს არის ერთი მაგალითი იმისა, თუ სად მეორდება 2022 წლის სცენარი.“
სტრესული სიცხე იმატებს
2022 წელს ევროპაში რეკორდულად ცხელი ზაფხული დადგა და ჩვენ ვნახეთ, რომ ხშირია უკვე ისეთი დღეებიც, რომლებსაც „მაღალი სიცხის სტრესის“ ახლავს. რუკაზე ყველაზე მუქად შეფერილი ადგილები აჩვენებს, რომ აქ „სიცხით გამოწვეული სტრესული“ დღეები უფრო მეტი იყო. ეს კი ექიმებს ძალიან აფიქრებთ.
ევროპელებს მოუწევთ სიცხესთან შეგუება. 2022 წელს ევროპაში მრავალგან მთელი წლის განმავლობაში 40 დღე მაინც დაფიქსირდა 32-დან 38 გრადუსამდე ტემპერატურა.
ეს საკმარისად მაღალი სიცხეა იმისთვის, რომ პრობლემები გამოიწვიოს.
“მას შეუძლია გამოიწვიოს გულის შეტევა, დეჰიდრაცია, თირკმლის უკმარისობა,“ – ამბობს გერმანიის კლიმატის ცვლილებისა და ჯანდაცვის ალიანსის ექიმი ნატალი ნიდენსი.
ნატალი თვლის, რომ მათ, ვინც ამ საფრთხის წინაშე დგას, უმჯობესია პროფესიონალთან გაარკვიონ, თუ როგორ უნდა შეეგუუონ ასეთ ამინდს.
“დასაშვებია ისიც, რომ გარკვეული მკურნალობის კურსისა და საკვების შეზღუდვის გადაიხედვა გახდეს საჭირო ამინდის შესაბამისად, რადგან ზოგიერთი მედიკამენტის მიღება აქვეითებს სიცხის ამტანობას და რისკი იზრდება. ამიტომ მისი დოზა შესაძლოა შეიცვალოს,“ – განმარტავს ნატალი.
ევროპა უფრო მზიანი ხდება
სიცხისა და გვალვის გარდა, კიდევ ერთი წამყვანი ტენდენცია, რომელიც 2022 წელს გამოიკვეთა, ისაა, რომ ევროპა უფრო მზიანი გახდა. გასულ წელს კონტინენტურ ევროპაში მზიანი საათების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა – წითლად და იისფრად შეფერილ ადგილებში გასულ წელს მზიანი პერიოდი რამდენიმე ასეული საათით გახანგრძლივდა. საინტერესოა, რატომ? ან რამდენად კარგია ეს ამბავი მზის ენერგიის თვალსაზრისით?
ევროპაში მზიანი დარის სიხშირეს მრავალი კომპლექსური მიზეზი აქვს – მაგრამ შეჯამების სახით შეიძლება დავასახელოთ ამინდის ცვლილება და ჰაერის გასუფთავება.
EUMETSAT-ის კლიმატის ექსპერტი რობ რობელინგი:
“კლიმატის დათბობის ადგილებში ვხედავთ, რომ უფრო ხშირია ისეთი ვითარება, როდესაც მაღალი წნევის გავრცელების არეალი ბლოკავს დაბალი წნევის გავრცელების არეალს. ამიტომ მაღალი წნევის არეალს უფრო მზიანი დარი მოსდევს. ეს არის საკითხის ერთი მხარე. მეორე კი ის არის, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჰაერის დაბინძურება შემცირდა“.
მზიანი ამინდის ხანგრძლივობის ანომალიის რუკა აჩვენებს, რომ 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ევროპა თანდათან უფრო მზიანი გახდა. ევროპის მზის ენერგიის სექტორი ისედაც იზრდება, რასაც ეს ფაქტი უფრო მეტად წაახალისებს.
“უკვე შესამჩნევია სარგებელი , რის გამოც მზის პანელების დამონტაჟების ეკონომიკური სარგებელიც მკვეთრად გაიზრდება, თუკი მზიანი დღეები გახანგრძლივდება შუალედურ სეზონზე. ამას მხოლოდ დადებითი გავლენა ექნება მზის ენერგიის ბიზნესზე,“ – განმარტავს დრიეს აკე, SOLAR POWER EUROPE-ის მზის ენერგიის პოლიტიკის დირექტორი.
გასული თვის მონაცემები
გლობალურ დონეზე 2023 წლის აპრილი 0.3 გრადუსი ცელსიუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს. აქ, ევროპაში, შერეული სურათი გვაქვს. გაერთიანებული სამეფოდან მოყოლებული თურქეთის ჩათვლით შედარებით გრილოდა, იბერიის ნახევარკუნძულის ირგვლივ კი უფრო თბილოდა. ხმელთაშუა ზღვის დასავლეთით აპრილში რამდენჯერმე უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.
ჰაერის ტემპერატურამ ესპანეთის ქალაქ კორდობაში 38.8 გრადუსს, პორტუგალიის მორაში 36.9-ს, ხოლო მაროკოს მარაქეშში 41.3 გრადუსს მიაღწია. სამივე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია აპრილისთვის.
ავტორი: ჯერემი ვილქსი