თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი ხვალ, 25 მაისს იხსნება და 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალი ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს მკითხველს.
თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი- ფოკუს ქვეყნის პროგრამაა. წელს ფესტივალის ფოკუს ქვეყანა პოლონეთია. პოლონეთის პროგრამის ორგანიზატორია პოლონური ინსტიტუტი თბილისში.
„ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში მთარგმნელმა, ქართველოლოგმა მაგდა ნოვაკოვსკამ ისაუბრა.