მთავარიევროპარუსეთირუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბელგოროდზე იერიში მოიგერიეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბელგოროდზე იერიში მოიგერიეს

მოსკოვში აცხადებენ, რომ მათ უკრაინის მიერ  ბელგოროდის რეგიონზე მიტანილი სერიოზული იერიში მოიგერიეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ვიდეომასალას, რომელშიც, როგორც თავად უწოდებენ, დივერსიული ჯგუფის მიერ გამოწვეული ზიანია ასახული. რუსეთში ასევე გაკეთდა განცხადებები ათობით თავდამსხმელის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

მედიასა და ინტერნეტსივრცეში გავრცელებულია კრემლის მოწინააღმდეგე რუსული დაჯგუფების ფოტოებიც. კიევმა ბელგოროდზე თავდასხმა რუსი პარტიზანების მიერ კრემლის წინააღმდეგ წამოწყებულ აჯანყებად შეაფასა. უკრაინის წარმომადგენლები კვლავინდებურად უარყოფენ შემთხვევასთან რაიმე კავშირს.

რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის გამო ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა,  უკრაინის საზღვართან მდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაეწყო. მოქალაქეებს დროებით თავშესაფრებში ათავსებენ. რეგიონის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გაყვანილია 100-ზე მეტი მოქალაქე.

ერთ-ერთი მოქალაქე ტატიანა ბაიევა ამბობს, რომ ისინი მინდვრების გავლით გაიყვანეს, რადგან ცენტრალური გზა განადგურებულია.

უკრაინის წარმომადგენელთა თქმით, რუსებმა დაბომბეს ხერსონის რეგიონი. ადგილობრივ მოსახლეობას აღარ მიეწოდება  ელექტროენერგია.  დაბომბვისა და რამდენიმე ადამიანის დაშავების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება  დასავლეთის ქალაქ ლვივიდანაც.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend