მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაერო: 2022 წელს მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ლტოლვილია აღრიცხული

გაერო: 2022 წელს მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ლტოლვილია აღრიცხული

2022 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი ადამიანია ლტოლვილად აღრიცხული. მათ თავიანთი სახლების დატოვება ძირითადად კონფლიქტის, ძალადობის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და დევნის გამო მოუწიათ.

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის ინფორმაციით, მტკივნეული სიმართლე ისაა, რომ მსოფლიო ვერ უზრუნველყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასა და იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონებით არის გათვალისწინებული.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოში მიმდინარეობს დისკუსიები, თუ როგორ დაიცვან საბრძოლო მოქმედებების ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობა. ასევე გაერო ქვეყნებს მოუწოდებს, გავლენა მოახდინონ დაპირისპირებულ მხარეებზე, რომ პატივი სცენ ომის წესებს.

გაეროს გენერალური მდივნის თქმით, გასულ ნოემბერს წევრმა ქვეყნებმა მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად მიიღეს პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც დასახლებულ ადგილებში ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებას ზღუდავს ან საერთოდ კრძალავს.

ანტონიუ გუტერეში მოუწოდებს ქვეყნებს, აქციონ ეს დეკლარაცია ქმედით ნაბიჯებად. მისი თქმით, დეკემბერში უშიშროების საბჭომ მიიღო „რეზოლუცია 2664“, რომლის მიზანია, გაეროს სანქციების გამო არ დაზარალდეს მშვიდობიანი მოსახლეობა და არ შეფერხდეს ჰუმანიტარული დახმარება. იგი მოუწოდებს ქვეყნებს, შეასრულონ ეს ვალდებულებები და  საკუთარი კონტრტერორისტული ქმედებებისა და სანქციების პარალელურად არ შეაჩერონ ჰუმანიტარული და სამედიცინო საქმიანობა.

განიხილება რამდენიმე ზომა, რომლებიც ითვალისწინებს, რომ  ყველა სამოქალაქო პირს ჰქონდეს წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე, ასევე შემუშავებული იქნება რეზოლუცია, რომელიც აკრძალავს  შიმშილის იარაღად გამოყენებასა და უკანონოდ ჩათვლის საგანგებო სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend