მთავარისაქართველო„დიალოგი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მედეგობისთვის" - დისკუსია IREX-ის ინიციატივით

„დიალოგი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მედეგობისთვის” – დისკუსია IREX-ის ინიციატივით

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მედეგობის მნიშვნელობა საქართველოსთვის; ამ ორი სფეროს წარმომადგენლების მენტალური ჯანმრთელობა და მედიის როლი უკრაინაში ომის დროს - დისკუსიის ფარგლებში ეს საკითხები განიხილეს

დღეს, 24 მაისს თბილისში IREX-ის ინიციატივით გაიმართა დისკუსია თემაზე “მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მედეგობისთვის.“

დისკუსიის ფარგლებში მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოში დღეს არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, ასევე იმსჯელეს იმაზე თუ როგორ უნდა გაძლიერდეს მედია და სამოქალაქო სექტორი მაშინ, როცა ორივე სფეროზე ძალიან დიდი ზეწოლა მიმდინარეობს.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მენტალური ჯანმრთელობა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა. და მედიის როლი უკრაინაში ომის დროს – ამ სამ თემაზე ისაუბრეს დღეს თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა. დიალოგის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს რომ საქართველოში ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედიისა და საზოგადოების ერთობლივი მუშაობა, ქვეყნის მომავლისთვის. მათ გაიხსენეს ე.წ. რუსული კანონის ინიცირების დროს, მედიისა და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი მუშაობა იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის კარგად აეხსნათ რა საფრთხეებს წარმოადგენდა ამ კანონის მიღება. და ისაუბრეს იმაზეც თუ რამდენად მყარი პოზიცია დააფიქსირეს მოქალაქეებმა მას შემდეგ, რაც სრულად იყვნენ ინფორმირებულები.

დისკუსიის მეორე ნაწილი მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე საუბარს დაეთმო. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული მდგომარეობა – სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები ჟურნალისტებზე თავდასხმით, მედიის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან ემიგრაციის გაზრდილი შემთხვევები და წნეხი რომელშიც ჟურნალისტებს ყოველდღიურად უწევთ მუშაობა. დიალოგის ფარგლებში განაცხადეს რომ ეს წნეხი 2021 წლის 5 ივლისს ღიად გამოჩნდა.

ბოლოს კი სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა უკრაინელ ჟურნალისტებს მოუსმინეს. ისინი ომის დროს მედიის როლზე, ფრონტის წინა ხაზზე ყოფნასა და სწორი ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობაზე საუბრობდნენ.

“ჩვენ ჟურნალისტები ვართ, ერთადერთი ადამიანები ვინც რუსეთ-უკრაინის ომზე და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე სიმართლეს ვყვებით. გიამბობთ იმას რასაც საკუთარი თვალით ვხედავთ. და ეს ყველაფერი მაშინ როცა რუსეთიდან ამხელა პროპაგანდა მოდის და ყოველდღიურად ავრცელებენ უამრავ ყალბ ინფორმაციას. ჩვენ, ჟურნალისტები ახლა ისტორიას ვწერთ, ჩვენს მიერ მოყოლილი თითოეული ამბავი ისტორიას დარჩება და წლების შემდეგ, როცა ისტორიის წიგნებს გადაშლიან, იქ უნდა ეწეროს სიმართლე და არა რუსული დეზინფორმაცია. ქართველი ჟურნალისტებისგან ვგრძნობთ ძალიან დიდ თანადგომას და ჩვენც თქვენს გვერდით ვართ. გთხოვთ არ შეეგუოთ იმას რომ უკრაინაში ომია”,  – ამბობს ანასტასია კუშანუ, ჟურნალისტი ხარკივიდან.

„მუდმივად გადარჩენის რეჟიმი და განცდა, რომ საკმარისს ვერ აკეთებ“. – სიტყვით გამომსვლელებმა განაცხადეს, რომ ეს ორი გრძნობა საქართველოში ჟურნალისტებისთვის კარგად ნაცნობია.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend