მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის მხარეს მებრძოლი რუს მოხალისეთა კორპუსი ადასტურებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა

უკრაინის მხარეს მებრძოლი რუს მოხალისეთა კორპუსი ადასტურებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა

რუსეთში ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფი  შევიდა გრაივორონის დასახლებაში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 5 კილომეტრში მდებარეობს. ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით,  დასახლება  მანამდე უკრაინელთა არტილერიამ  დაბომბა. მისი ინფორმაციით, დაშავდა 8 ადამიანი. შემთხვევის ადგილიდან უკვე გაყვანილია მოსახლეობის დიდი ნაწილი, თუმცა ვითარება ჯერ კიდევ დაძაბულია.

კიევის ოფიციალური პირები უარყოფენ დივერსიულ ჯგუფთან კავშირს და აცხადებენ, რომ ეს კრემლის პოლიტიკით უკმაყოფილო რუსების აჯანყებაა.

უკრაინის მხარეს მებრძოლი რუს მოხალისეთა კორპუსი ადასტურებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა და ის   სამხედრო დავალებებს ასრულებს. ამის შესახებ მათ გუშინ განაცხადეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში მათ იერიში მიიტანეს გარკვეულ სამიზნეებზე დნიპროს აეროპორტში. სამინისტროს სპიკერის იგორ კონაშენკოვის თქმით, განადგურებულია ყველა სამიზნე, მათ შორის შეიარაღება, საბრძოლო მასალა, საავიაციო აღჭურვილობა და ის ადგილები, საიდანაც რაკეტების გაშვება იგეგმებოდა.

უკრაინელი ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ რუსებმა ქალაქ დნიპროსა და მის შემოგარენში იერიში მიიტანეს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც დაშავდა 8 ადამიანი.

დნიპროპეტროსვკის ოლქის გუბერნატორის სერჰი ლისაკის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა სახანძრო სამსახურის შენობა, 12 სახლი, მაღაზიები და საბავშვო ბაღი.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი პირობას დებს, რომ პირველი ივნისისთვის  რუსეთის არმია სრულ  კონტროლს მოიპოვებს უკრაინის ქალაქ ბახმუტზე. ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ქალაქი გასულ შაბათს დაიკავა, თუმცა კიევში ამბობენ, რომ მათი სამხედროები  ბახმუტის შემოგარენში წინ მიიწევენ და ქალაქის გარკვეულ ნაწილებს  აკონტროლებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend