ბახმუტისთვის ბრძოლის პარალელურად, ყველასათვის მოულოდნელად პროუკრაინული რუსული ლეგიონი რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში შეიჭრა. ამ ფონზე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თანახმაა, დასავლეთმა უკრაინას გამანადგურებელი თვითმფრინავები, F-16-ები გადასცეს.
რუსეთ-უკრაინის ომში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე გიორგი ბილანიშვილი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი საუბრობს.