სომხური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის აპრილიდან რეგულარული საზღვაო გადაზიდვები დაიწყო, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ინტერპრეტირებულსა და სინამდვილესთან შეუსაბამოს უწოდებს.
„აპრილში, პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, ნამდვილად შეასრულა ორი კომერციული რეისი ნოვოროსისკსა და ბათუმს შორის. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს არ არის რეგულარული რეისი, და სრულად არის კომერციული ხასიათის, რომელიც სისტემატურად ხორციელდება. აღნიშნული გემის მფლობელი კომპანია, რომელიც არ იძებნება სანქცირებულთა სიაში, კვლავ გეგმავს კომერციული რეისების შესრულებას. რაც შეეხება ტვირთს, ის სრულად ტრანზიტულია და განკუთვნილია სომხეთის რესპუბლიკისთვის“, – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს განმარტებით, თუკი გემი ან გემის მფლობელი არის სანქცირებულთა სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების შესრულების უფლება.
22 მაისს, დილით სომხური საინფორმაციო სააგენტო “არმენპრესმა” გაავრცელა ინფორმაციით, იმის შესახებ, რომ ბათუმი-ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებით საზღვაო გადაზიდვები აპრილიდან დაიწყო.