მთავარიევროპაიტალიაიტალიაში წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიის რეგიონ ემილია-რომანიაში გასულ კვირას მოსული უხვი ნალექის გამო კვლავ განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. წყალდიდობების შედეგად დაზარალდა 100-ზე მეტი მუნიციპალიტეტი. დაიღუპა 14 ადამიანი, რამდენიმე პირი კი დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო ინფორმაციით, ევაკუირებულია 36 600 მოქალაქე.

ამასთანავე, გასულ შაბათს სამუშაოებში ჩართული ერთ-ერთი სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ბოლო ინფორმაციით, ეკიპაჟის ოთხი წევრიდან მხოლოდ ერთი დაშავდა.

წყალდიდობით გამოწვეული ზარალის შესაჩერებლად მთავრობამ გარკვეულ ადგილებში ბარიერები აღმართა.

იტალიაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ იაპონიაში გამართული „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა ერთი დღით ადრე დატოვა.

ასობით გზა ჯერ კიდევ ჩაკეტილია მეწყრული პროცესების გამო. გარე სამყაროს მოწყვეტილია რამდენიმე სოფელი.  ჩრდილოეთისა და სამხრეთის რეგიონების მოსახლეობა უამინდობის გამო შეშფოთებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend