ევროპის ქვეყნებში უხვი ნალექი პრობლემებს ქმნის. ბოსნია-ჰერცეგოვინაში მდინარეების ადიდების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
იტალიაშიც ბოლო საუკუნის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობაა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 13 ადამიანი. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
უნგრეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ექსპერტის ოლივერ სენტეშის განცხადებით, ასეთი ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენები მხოლოდ კლიმატის ცვლილებით არ არის განპირობებული.
კლიმატის ცვლილებაა მიზეზი, როდესაც რაღაცის განაწილების სისტემა იცვლება, მაგრამ ეს გრძელვადიანი პროცესია. ამჟამად ძლიერი წვიმებისა ან მშრალი ამინდების პერიოდების გათვალისწინებით იგი ასკვნის, რომ ეს არ არის კლიმატის ცვლილება. თუ კონკრეტული შემთხვევა უფრო ხშირი მოვლენა გახდება, მხოლოდ მაშინ შეიძლება კლიმატის ცვლილებაზე საუბარი.
უნგრეთში ბოლო დროს საკმაოდ უხვი ნალექი მოვიდა, თუმცა ვითარება არ არის საგანგაშო.
იმ დროს, როდესაც უნგრეთში ყველაფერი მწვანედ არის აბიბინებული, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში წვიმა საერთოდ არ მოსულა. მაგალითად, ესპანეთსა და პორტუგალიაში ისევ გვალვა და წყლის ნაკლებობის პრობლემაა.