მთავარიევროპაუკრაინათავდასხმა კიევსა და ლვივზე

თავდასხმა კიევსა და ლვივზე

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაბომბეს, სამიზნე დედაქალაქი კიევი და დასავლეთ უკრაინაში მდებარე ლვივი იყო.

კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა, ეს მაისში კიევზე ოკუპანტების თავდასხმის მეცხრე შემთხვევაა. დაბომბვისას რუსულმა მხარემ სტრატეგიული ბომბდამშენები და ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. კიევის ქუჩებში რუსული რაკეტების ნამსხვრევების ხილვა აღარავის უკვირს. მხოლოდ ამ თვეში უკრაინის დედაქალაქი რუსულმა არმიამ 9 ჯერ დაბომბა.

ბოლო იერიშის დროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 30 რუსული რაკეტიდან 29 ჩამოაგდეს.

„საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ოკუპანტებს სარაკეტო და სამხედრო საჰაერო ძალებით ჩვენს ქალაქებზე იერიში მოჰქონდათ. რუსულმა მხარემ 30 რაკეტა გაისროლა, ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა 29 რაკეტის განადგურება შეძლეს. დაიბომბა დედაქალაქი კიევი და ლვივი, დაშავებულთა შესახებ ცნობები არ გვაქვს, აღდგენითი სამუშაოები კი დაუყონებლივ დაიწყება”, – განაცხადა უკრაინის სამხედრო ძალების პრესმდივანმა ანდრიი კოვალევმა.

დედაქალაქი კიევი ამერიკული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემით, „პატრიოტით“ არის დაცული. უკრაინის სხვა ქალაქებს კი ამ თვალსაზრისით მეტი გამოწვევები აქვთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend