მთავარიმსოფლიოგლობალური ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს - მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიში

გლობალური ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს – მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიში

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სათბური აირებისა და ოკეანეებში წყლის გათბობის გამო გლობალური ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს. ამის შესახებ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პროგნოზით, 66-პროცენტიანი ალბათობაა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში წლიური გლობალური ტემპერატურა 1.5 გრადუსით აღემატება პრეინდუსტრიულ მაჩვენებელს. ხოლო 98%-პროცენტიანი შანსია იმისა, რომ ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს. ასევე ვარაუდობენ, რომ არქტიკაზე საშუალოზე სამჯერ უფრო მეტად დათბება.

ეს ანგარიში არ ნიშნავს იმას, რომ დედამიწაზე ტემპერატურა მუდმივად 1,5 გრადუსით გადააჭარბებს საშუალო მაჩვენებელს, თუმცა ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ დროგამოშვებით აუცილებლად გადავცდებით ამ ნიშნულს და ეს უფრო ხშირი მოვლენა გახდება.

მზარდ ტემპერატურას გრძელვადიანი შედეგები ექნება ჯანმრთელობაზე, საკვების უსაფრთხოებაზე, წყლის მართვასა და გარემოზე და საზოგადოება ამისთვის მზად უნდა იყოს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, თუ როგორ შეიძლება კლიმატისა და იმ სერვისების გაუმჯობესება, რომლებიც კლიმატისა ცვლილებასთან გასამკლავებლადაა საჭირო. მოსახლეობის დასაცავად აუცილებელია  დისკუსიების გამართვა და აქტიური მოქმედება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend