მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი ევროპულ ტურნეს განაგრძობს

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპულ ტურნეს განაგრძობს

გუშინ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებების გასამართად პარიზს ეწვია.  ეს ვიზიტი უკრაინის ლიდერის ევროპული ტურნეს ნაწილია. ვოლოდიმირ ზელენსკის საფრანგეთის პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდნენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა რამდენიმე უკრაინული ბატალიონის აღჭურვის, გაწვრთნისა და მათთვის ათეულობით ჯავშანმანქანისა და მსუბუქი ტანკის გადაცემის პირობა დადო.

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერსა და მის მთავრობას 2,7 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებისთვის. როგორც ცნობილია, უკრაინა რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დასაბრუნებლად კონტრშეტევისთვის ემზადება. უკრაინის ლიდერის ევროპული ქვეყნების ტურნე კიევისთვის დამატებითი მხარდაჭერის მოპოვებას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend