მთავარისაქართველოსაქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 17 მაისიდან დაიწყება

საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 17 მაისიდან დაიწყება

ფრენებს კვირაში 7-ჯერ რუსული ავიაკომპანია, Azimuth Airlines-ი შეასრულებს - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 17 მაისიდან დაიწყება. კვირაში შვიდჯერ ფრენებს რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი შეასრულებს.

საქართველოს მთავრობის წევრები მოსკოვთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, მათი ოპონენტები  კი ფიქრობენ, რომ ეს ფაქტი საქართველოს მოქალაქეებს კარგს არაფერს მოუტანს.

დღეს, 15 მაისს გამოქვეყნდა რუსული დამოუკიდებელი მედიის გამოძიება, რომელშიც ჟურნალისტები რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავების უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებენ.

რუსული თვითმფრინავების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებზე, დღეს ამერიკის  ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმაც ისაუბრა.

“მე მესმის რატომაა ქართველი ხალხი შეშფოთებული, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენით. ჩემი აზრით აქ მთავარი კითხვა არის ის თუ რატომ ახლა. რატომ ცდილობს პუტინი ე.წ. საჩუქარი გაუკეთოს ქართველ ხალხს, ახლა. მაშინ როცა საქართველოს მოსახლეობა ბევრად უფრო ბედნიერი იქნებოდა რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარი რომ გაეყვანა. მოსკოვთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე მეტად, ქართველ ხალხს გაახარებდა რუსეთს უკან წაეღო მის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარება. ყველამ იცის რომ პუტინი, საზღაურის გარეშე არაფერს აკეთებს.  მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი. და მაშინ როდესაც ბევრ რუსულ ავიაკომპანიას, უსაფრთხო ფრენის შესასრულებლად სათანადო ნაწილები არ აქვს, ეს აჩენს უსაფრთხოების რისკს”,- განაცხადა კელი დეგნანმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend