მთავარიგადაცემებითვითმხილველიბრძოლა გადარჩენისთვის – „აზოვსტალის“ ვეტერანები „ევრონიუსს“ თავიანთ თავგადასავალს უყვებიან

ბრძოლა გადარჩენისთვის – „აზოვსტალის“ ვეტერანები „ევრონიუსს“ თავიანთ თავგადასავალს უყვებიან

უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ქალაქ მარიუპოლში „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანა რუსმა ოკუპანტებმა ალყაში მოაქციეს. „ევრონიუსმა“   სპეციალური რეპორტაჟი მიძღვნა „აზოვსტალის“ ალყას, რომელიც მოგვითხრობს,  თუ რა ხდებოდა ქარხნის პირქუშ გვირაბებში და რას გაუძლეს რუსეთის ტყვეობაში  „აზოვსტალის“ გმირებმა.

უკრაინის შეუპოვრობის სიმბოლო

თითქმის სამი თვის განმავლობაში ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი და მოქალაქე თავს აფარებდა ფოლადის ქარხნის გვირაბებსა და ბუნკერს. „აზოვსტალში“ ჩარჩენილები გადაიქცნენ უკრაინის გამძლეობის სიმბოლოდ, ხოლო ნანაგრევებად ქცეული ქარხანა „აზოვსტალი“ დგას, როგორც მოსკოვის სისასტიკისა და კიევის შეუპოვრობის უტყვი სიმბოლო.

„ჩვენ შესანიშნავად გვესმოდა, რომ, რაც უფრო დიდხანს გავძლებდით „აზოვსტალში“  და შევინარჩუნებდით მარიუპოლს, რუსეთის ფედერაციის ძირითადი არმია ჩვენზე იქნებოდა გადმოსროლილი, რადგან მათ ქალაქის აღება სჭირდებოდათ,“ – მითხრა ოლეგ კარამოვმა  ჯერ კიდევ გასულ დეკემბერში. 30 წლის უფროსმა სერჟანტმა ქარხანას უკან დახევის დროს შეაფარა თავი, როდესაც რუსები ქალაქის აღებას ცდილობდნენ.

ოლეგი და მისი თანამებრძოლები 36-ე საზღვაო ბრიგადიდან მარიუპოლში ჯერ კიდევ ომამადე იდგნენ. გასული წლის თებერვალში  რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში მათ უკან დახევის ბრძანება მიიღეს და საზღვაო ბრიგადა ჯერ სოფელ ვოლონეტრივკაში გამაგრდა, მერე ილიჩის ლითონის ქარხანაში – მარიუპოლში.

„ჩვენ ტაქტიკურად ვიხევდით უკან. არავინ გაქცეულა. თან წავიყვანეთ ჩვენი დაჭრილებიც და დაღუპულებიც სადამდეც შევძელით,“ – ამბობს ოლეგ კარამოვი.

მოხალისეების მხარდაჭერა

საზღვაო ქვეითი ბრიგადის წვერებს თავდაცვისა და პოლიციის დანაყოფების ჯარისკაცებიც უჭერდნენ მხარს. როგორც ოლეგმა მითხრა, მათმა ნახევარმა მანამდე მოახერხა მარიუპოლიდან გასვლა, სანამ ქალაქი ალყაში მოექცეოდა. თუმცა ნახევარი დარჩა, რომ ებრძოლა.

„ეს შეგნებულად გააკეთეს, არავის უბრძანებია,“ – განმარტავს ოლეგი.

როდესაც რუსებმა ალყა შემოარტყეს, ერთადერთი გზა გარღვევა იყო. აპრილში საზღავო ბრიგადამ სცადა თავის დაღწევა, რუსების რიგებში შევიდა, რათა აზოვსტალში აზოვის პოლკს შეერთებოდა.

„ჯარის პირველი რიგი ღამე შევიდა,“ – იხსენებს ოლეგი.“ „მათ ხელი იმან შეუწყო, რომ რუსებს არავითარი სათვალთვალო აპარატურა არ ჰქონდათ. არც თერმული კამერები, არც ღამით ხედვის მოწყობილობები. პირველი ბადრაგი მსხვერპლის გარეშე გავიდა, არც კი დაჭრილა ვინმე. რუსებმა გააჩერეს საგუშაგოზე და ვერც კი მიხვდნენ, რომ უკრაინული ჯარი იყო. ვერ დაინახეს ვინ იჯდა მანქანებში. ჯგუფს ფარები მიანათეს და უბრძანეს გაჩერებულიყო. რუსებმა იკითხეს: „ვინ ხართ? ჩვენები?“ ჩვენმა მებრძოლებმა რუსულად უპასუხეს: „კი ჩვენიანები ვართ!“ რუსებმა უთხრეს: „კარგით გაიარეთ!“. ასე რომ დანაყოფმა წყნარად გაიარა.“

36-ე საზღვაო ბრიგადის კიდევ ერთმა წევრმა უმცროსი სერჟანტმა ანტონ ივლევმა მითხრა, რომ როდესაც „აზოვსტალის“ ქარახანას მიაღწიეს, საოცარი ნგრევის მასშტაბი იხილეს:

“როდესაც ქარხანაში შევედით, კოლოსალური ნგრევა ვიხილეთ. მიწაზე ერთმანეთში არეული ლითონი და ბეტონი ეყარა. არც გზა იყო, არც კომუნიკაციები, არაფერი.

ვინც დაჭრილი არ იყო, საბრძოლო ამოცანებს ასრულებდა, დაჭრილები საყოფაცხოვრებო საქმეებს აგვარებდნენ – წყალი მოჰქონდათ ჩაისა და ყავისთვის, ჭრილობებს ისუფთავებდნენ და ჭურჭელს რეცხავდნენ.“

რუსტამ ბაბაევი, იმავე 36-ე საზღვაო ბრიგადის უფროსი მეზღვაური ამბობს:

“ჩვენ აზოვის ბატალიონის გამაგრება გვებარა. პოზიციებზე ისე ვიდექით, რომ არც ადგილმდებარეობა ვიცოდით და არც ის,  მტერი საიდან შემოგვიტევდა. ძალიან დიდი მსხვერპლი გვქონდა“.

ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თავი

ანტონ ივლევი, ოლეგ კარამოვი და რუსტამ ბაბაევი უკრაინს უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული  ომის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მდგომარეობას გადაურჩნენ.

2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული უკრაინის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უკრაინამ მარიუპოლში 25 ათასი კაცი დაკარგა.

ნანაგრევებში ჩარჩენილი ჯარისკაცების რაოდენობა უცნობია, ათასობით ჯარისკაცი კი პატიმრად იქცა, როდესცა კიევმა იარაღის დაყრა ბრძანა.

„როდესაც იარაღის დაყრის, დანებების ბრძანება მოვიდა, ვერ ვიჯერებდით,“ – იხსენებს რუსტამი. „მერე დოკუმენტი გვაჩვენეს, სადაც ეწერა, რომ ხალხის გადარჩენის მიზნით იარაღი უნდა დაგვეყარა.“

2022 წლის 17 მარტს რუსებმა „აზოვსტალიდან“ გამოსული პირველი უკრაინელი ჯარისკაცები დააპატიმრეს პრო-რუსულ სეპარატისტულ ტერიტორიაზე, მათ შორის ოლენივკის წინასწარი დაკავების ცენტრში – სადაც მოგვიანებით 50 პატიმარი დაიღუპა უცნობი მიზეზებით მომხდარი აფეთქების დროს.

ავტორი: ანელის ბორჯესი

 

 

 

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend