12 მაისს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.
მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ამბობს, რომ საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.