ღაზის სექტორში დაძაბულობამ კიდევ უფრო მოიმატა მას შემდეგ, რაც ისრაელმა საჰაერო დარტყმის შედეგად, პალესტინელი ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი მეთაური მოკლა.
წინა დღით ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს, რომელთა უმეტესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.
ბოლო ინფორმაციით, არაერთხელ დაირღვა ეგვიპტის მონაწილეობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საზღვრის პირას ისრაელის არმიასა და პალესტინელ მებრძოლებს შორის შეტაკებებს 24 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.