“ახალი პროფესიების პოპულარიზაცია და უმუშევრობის პრობლემის დაძლევა“ – ამ სახელწოდების პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართება თბილისში ხვალ, 11 მაისს. შეხვედრაზე კარიერის კონსულტანტთა პროფესიული პლატფორმის პრეზენტაცია და მონაწილეების დაჯილდოვების ცერემონიალიც ჩატარდება.
საქართველოში, HR პროფესიონალთა ასოციაციისა და ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის თანამშრომლობით კარიერული მართვის ინოვაციური, მდგრადი სისტემის ჩამოყალიბება დაიწყო.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში კარიერის კონსულტანტთა პროფესიული პლატფორმის მენეჯერმა, ლიკა რეხვიაშვილმა და კარიერის კონსულტანტმა, მარიამ ედიბერიძემ ისაუბრეს