სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსმა სეზონური რესპირატორული ვირუსის სახე მიიღო.
რა სიმპტომები აქვს მას და რა ვითარებაა საქართველოსა და მსოფლიოში კორონავირუსის მუტაციის თვალსაზრისით?
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.