მთავარიმსოფლიოევროპაევროპის დღე პირველად ევროპის საბჭომ 1964 წელს იზეიმა

ევროპის დღე პირველად ევროპის საბჭომ 1964 წელს იზეიმა

ევროპის დღის ზეიმი ეძღვნება ევროპის კონტინენტზე მშვიდობასა და ერთიანობას. ევროპის დღე პირველად ევროპის საბჭომ 1964 წელს იზეიმა.

ევროკავშირმა კი ევროპის დღის ზეიმი შუმანის დეკლარაციას დაუკავშირა.

1950 წელს ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ რობერტ შუმანმა წარადგინა დეკლარაცია, რომელიც ისტორიაში შუმანის დეკლარაციის სახელით შევიდა. დეკლარაციის ძირითადი აზრი დასავლეთ გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკური ალიანსის შექმნა გახლდათ.

ევროპელთა მიზანი ომისა და დაპირისპირებისგან თავისუფალი, ერთიანი და დემოკრატიული ევროპის შექმნა იყო.

„ერთიანი ევროპის შექმნას ხელი ომმა შეუშალა. ერთიანი ევროპის შექმნას დრო სჭირდება. ერთიანი ევროპა ხელშესახები მიღწევებით შეიქმნება. ერთიან ევროპას საფუძვლად სოლიდარობა ესაჭიროება”, – ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე რობერტ შუმანი.

შუმანის დეკლარაცია ევროპული ინტეგრაციის გზაზე პირველ ნაბიჯად ითვლება.

ევროპის დღეს ოფიციალურად 1985 წლიდან ზეიმობენ.

ევროპის დღის ზეიმმა უფრო მასშტაბური ხასიათი კი 2008 წლიდან მიიღო.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend