წლიდან წლამდე უფრო მეტი ქვეყანა თანხმდება, რომ ნაციზმზე გამარჯვება 8 მაისს უნდა აღინიშნოს, მოსკოვი კი ამ დროს განაგრძობს პომპეზური აღლუმების გამართვას 9 მაისს და ამ ომში გამარჯვებას საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს. მოკავშირეებს კი, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს მეორე მსოფლიო ომის დასრულებაში, ხშირად არც კი ახსენებს.
ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ნაციზმზე გამარჯვება საქართველომაც 8 მაისს უნდა აღნიშნოს, 9 მაისს კი ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად ევროპის დღე იზეიმოს.
ისტორიკოსი გიორგი არქანია საუბრობს „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში