მთავარიევროპაუკრაინაუკრაინული მხარე რუსეთს ფოსფორის ჭურვების გამოყენებაში ადანაშაულებს

უკრაინული მხარე რუსეთს ფოსფორის ჭურვების გამოყენებაში ადანაშაულებს

უკრაინის აღმოსავლეთში, ქალაქ ბახმუტში, უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის მძიმე შეტაკებები გრძელდება.

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები რუსეთს ბახმუტში ფოსფორის ჭურვების გამოყენებაში ადანაშაულებენ.  ვრცელდება ვიდეოკადრებიც, რომლებშიც ჩანს, რომ ქალაქში, სავარაუდოდ, თეთრი ნათების ჭურვები ჩამოყარეს.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო კანონი კრძალავს ასეთი თუ სხვა მომწამლავი და აალებადი იარაღის გამოყენებას.

ამავდროულად, გამარჯვების დღის მოახლოების ფონზე, ბახმუტში მძიმე ბრძოლები გრძელდება. როგორც ჩანს, უკრაინელი მებრძოლები დროის უმეტეს ნაწილს ბუნკერებში ატარებენ, ისინი რუსულ ჭურვებსა და დაბომბვას აფარებენ თავს.

რუსეთმა ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ 18 დასახლებაში მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. ამ ნაბიჯმა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. როგორც მელიტოპოლის მერმა გუშინ განაცხადა, მოქალაქეები ავტომობილებით  საათობით იდგნენ რიგში.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი  ბირთვული ავარიის საფრთხეზე საუბრობს. გროსი, რომელიც ცოტა ხნის წინ ზაპორიჟიაში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ მოსახლეობის ევაკუაცია  მძიმე ბრძოლების წინაპირობაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend