თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა და სახალხო ალიანსის საპრეზიდენტო კანდიდატმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ სტამბოლში მასშტაბური შეხვედრა გამართა. ოფიციალური მონაცემებით, შეკრებას მილიონ 700 ათასი ადამიანი დაესწრო. ზოგი სცენისკენ მიიჩქაროდა, ზოგმა, კი ვინც კომენტარი გააკეთა, პატივისცემით ისაუბრა ერდოღანსა და მის პარტიაზე.
შეკრებაზე მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ ერდოღანმა ყველა დაპირება შეასრულა. მათი აზრით, რადგან ერდოღანი მუსლიმანია, იგი მამაცი ლიდერიცაა, რომელსაც გააჩნია მორალი და უყვარს თავისი საქმე, ქვეყანა და ხალხი. შესაბამისად, იგი ყოველთვის სწორად იქცევა.
საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება. წინასწარი გამოკითხვებით, ერდოღანი რეიტინგით ჩამორჩება თავის მთავარ კონკურენტსა და ოპოზიციის ლიდერს ქემალ ქილიჩდაროღლუს.
სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა ოპოზიცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი ოპონენტი ლოთია. მან ასევე დასძინა, რომ იგი ტერორისტებთან თანამშრომლობს.